#მოამბე 21 საათზე, 9 ნოემბერი, 2023 #LIVE

21:00, 09.11.2023
  • საქართველოს პრემიერი პრეზიდენტ მაკრონის მიწვევით საფრანგეთში გაემგზავრა – შეხვედრა ემანუელ მაკრონთან, ელისეს სასახლეში განხილული საკითხები, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობა პარიზის მშვიდობის ფორუმში
  • ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას მმართველი გუნდი მნიშვნელოვან გზავნილად მიიჩნევს, რომელიც სტატუსის მიღების საფუძველი უნდა გახდეს – 9 რეკომენდაციაზე ერთობლივი მუშაობის შესახებ პარტნიორთა მოწოდების მიუხედავად, ქართული პოლიტიკური სპექტრი ურთიერთბრალდებების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს; ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას გეგმავს, ნაწილი კი კვლავ ბრალდებების რეჟიმში რჩება
  • ომი ისრაელში და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები – „ჰეზბოლას“ ლიდერი ახლო აღმოსავლეთში ფართო ომის გამოწვევის შესაძლებლობაზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, ვერავინ შეაჩერებს; დასავლეთი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის დაუყოვნებლივ გამოცხადების მოწოდებით გამოდის, თელ-ავივი კი ცეცხლის შეწყვეტას არ გეგმავს
  • ბაიადერას“ პრემიერა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე – ამბავი მარადიული სიყვარულის, შურისძიების და ადამიანთა ბედისწერის შესახებ, ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსია და ფრაგმენტები ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიიდან

მოამბე

მსგავსი