#მოამბე 21 საათზე, 9 ნოემბერი, 2020 #LIVE
  • ოპოზიციის ლიდერები მათთვის არასასურველ შეკითხვებს ჟურნალისტების მიმართ მუქარით, შეურაცხყოფითა და მძიმე ბრალდებებით პასუხობენ – მათი ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვითაც იმუქრება; პირველი არხი საერთაშორისო საზოგადოებას ფაქტების შესწავლის თხოვნით მიმართავს; თავისუფალი მედიის დევნა დემოკრატიის სახელით და პოლიტიკოსთა ორმაგი სტანდარტი;
  • 8 ნოემბრის ღამის ანატომია – აქცია ცესკო-სთან, შენობაში ძალადობრივად შეჭრის მცდელობა და სამართალდამცველთა პასუხი; მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა; დაშავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან; გამოძიება ინციდენტში მონაწილეებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-მონაწილეობას ედავება, ოპოზიცია კი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს;
  • ოპოზიციის ნაწილი დიალოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდა, თუმცა ქუჩაში გასული პოლიტიკური სპექტრი სტრატეგიას არ ცვლის – პარტიების დღის წესრიგში კვლავ რიგგარეშე არჩევნებია, ხელისუფლება კი ოპონენტებს ულტიმატუმის ენას უწუნებს;
  • ქუჩაში გადანაცვლებული პოლიტიკური პროცესები, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა და მზადება მოლაპარაკებებისთვის; ვინ რაში ხედავს გამოსავალს და ვინ რის დათმობას აპირებს პროცესის სამართლებრივ სივრცეში დასაბრუნებლად – „დღის თემის“ შეკითხვებს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უპასუხებენ;
  • დღეიდან, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ე.წ კომენდანტის საათი ამოქმედდება და 22 საათიდან დილის 5 საათამდე ტრანსპორტისა და ქვეითთა გადაადგილება იზღუდება – კანონდამრღვევი 2 000 ლარით დაჯარიმდება; დიდ ქალაქებში დროებით იხურება კერძო და საჯარო ბაგა-ბაღები, ტრანსპორტში კი მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება; ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი 3 000-ს მიუახლოვდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი