#მოამბე 21 საათზე, 9 მარტი, 2023 #LIVE

21:00, 09.03.2023
  • უმრავლესობამ სადავო კანონპროექტი გაიწვია – „ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ ინიციატივას მეორე მოსმენისას ჩააგდებს; პოლიტიკური პარტიები უმრავლესობის გადაწყვეტილებას განსხვავებულად აფასებენ
  • აქციის მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიუხედავად პროტესტი გრძელდება – ოპოზიციური სპექტრი სამომავლო გეგმებზე მსჯელობს; „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბრძოლის მთავარი მიზანი ხელისუფლების ჩამოშორება და კანდიდატის სტატუსის მიღებაა
  • რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში უკრაინის წინააღმდეგ – დაბომბილი ქალაქები და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში; ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანამ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამე გამოიარა; პრეზიდენტი დასავლეთს მეტი თავდაცვითი იარაღის მიწოდებას სთხოვს
  • კლინიკების მიერ შეცდომაში შეყვანილ პაციენტებს ოპერაციის დაფინანსება საკუთარი ჯიბიდან უწევთ – ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, კლინიკების არაკეთილსინდისიერი ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ; სახელმწიფო დაფინანსების მიღების DRG მოდელი და მაქინაციები კლინიკების მხრიდან

მოამბე

მსგავსი