#მოამბე 21 საათზე, 9 მაისი, 2024 #LIVE

21:00, 09.05.2024
  • ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მორიგი აქციებისთვის ემზადება – სააკაშვილი არჩევნებზე იმედის დამყარებას შეცდომას უწოდებს და ხელისუფლების არჩევნებამდე შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს; მოწოდებები ხელისუფლების შეცვლისა და დროებითი მთავრობის შექმნისკენ, ოპოზიციის გეგმა და ფარული ჩანაწერების გზავნილები
  • შსს ოპოზიციის წევრებზე თავდასხმის და აქციებზე დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის ფაქტებს სწავლობს – უწყება აცხადებს, რომ ყველა კანონდამრღვევი პასუხისგებაში მიეცემა; ოპოზიცია ხელისუფლებას ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი მომხდარის მიღმა საპროტესტო მუხტის გაზრდის ინტერესს ხედავს და ოპონენტებს მოუწოდებს, ძალადობა შერჩევითად არ დაგმონ
  • საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს – 79 წელი ფაშიზმის დამარცხებიდან, ქართველი მებრძოლების წვლილი და თარიღი, რომელმაც მსოფლიო ისტორია შეცვალა; ხელისუფლების წარმომადგენელთა მილოცვა ვეტერანებს, ფულადი დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს
  • „ევროვიზია 2024“ – საქართველოს წარმომადგენელი კონკურსის მეორე ნახევარფინალში და პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე; ნუცა ბუზალაძე საკონკურსო სიმღერით Firefighter-ი და მზადება გამოსვლისთვის; „მოამბე“ შვედეთიდან

მოამბე

მსგავსი