#მოამბე 21 საათზე, 9 მაისი, 2023 #LIVE

21:00, 09.05.2023
  • საერთაშორისო დონის თაღლითობასთან კავშირები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებების თემად რჩება – ხელისუფლება რეზონანსულ საქმესთან ოპოზიციური პარტიების კავშირზე საუბრობს, ოპონენტები კი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ
  • ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების შესაცვლელად კვლავ რევოლუციურ სცენარს განიხილავს, ნაწილისთვის კი ცვლილების ერთადერთ გზად არჩევნები რჩება – მმართველი გუნდი აცხადებს, რომ რადიკალიზაციის ყველა მცდელობა მარცხისთვის იქნება განწირული
  • 78 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან და 9 მაისის ღონისძიებები – გამარჯვების აღსანიშნავად შეკრებილი ვეტერანები და მთავრობის მეთაურის მილოცვა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს
  • საქართველო ევროპის დღეებს აღნიშნავს – ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ორბელიანის მოედანზე, მრავალფეროვანი პროგრამა და ევროპელ დიპლომატთა გზავნილები

მოამბე

მსგავსი