#მოამბე 21 საათზე, 9 ივნისი, 2023 #LIVE
- ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა ბერლინში – მოლაპარაკების საკითხები, მხარეთა განცხადებები და ქართული პოლიტიკური სპექტრის მოლოდინი პრემიერის სამუშაო ვიზიტის მიმართ
- „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის საოცნებო სტრატეგია და მორიგი დაპირისპირება ოპოზიციაში – პარტიების ნაწილი ხელისუფლების დასამარცხებლად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ მიერ წარმოდგენილ ფორმულებს იწუნებს და აცხადებს, რომ ხელოვნურად გამოცხადებული მიზიდილობის ცენტრები აბსურდია
- დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ახალი ბრალის წაყენებას „ბნელ დღეს“ უწოდებს
- პროექტი „მარიამი ხვდება მირიამს” და ორი თანამედროვე მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა „აბრეშუმის თეატრში“ – ზარბაზნიდან გასროლილი აკრობატი ქალის ნამდვილი ისტორია და სცენაზე გაცოცხლებული მარიჯანის დღიურები