#მოამბე 21 საათზე, 9 ივლისი, 2024 #LIVE
- ერთიანობის დემონსტრირების მიუხედავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება; მაღალი თანამდებობის პირები პარტიის დატოვებას გეგმავენ, უფრო ადრე გამიჯნულები კი ახალ ფლანგზე ჯგუფდებიან– „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დანაყოფის სტრატეგია, ოპოზიციის ამბიციები და არშემდგარი ერთობა ოპოზიციურ ფლანგზე
- NATO-ს საიუბილეო სამიტის გახსნა ვაშინგტონში და საქართველო ახალი გზავნილების მოლოდინში; ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელთან, სამიტის დატვირთული დღის წესრიგი და ქართული დელეგაციის მოლოდინი – „მოამბე“ ვაშინგტონიდან
- დონალდ ტრამპთან წარუმატებელი დებატების შემდეგ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს – ამერიკული მედია ნატოს საიუბილეო სამიტს მოქმედი პრეზიდენტის კიდევ ერთ ტესტს უწოდებს, პოლიტიკური ელიტა კი ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსჯელობს და მის შემცვლელებსაც განიხილავს
- ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისი დედამიწის ატმოსფეროზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა; სპეციალისტები გლობალური დათბობის ნიშნებზე საუბრობენ და რეკორდულ მონაცემებს საგანგაშოს უწოდებენ – მაღალი ტემპერატურით დაზარალებული ქვეყნები და პროგნოზები