#მოამბე 21 საათზე, 9 ივლისი, 2020 #LIVE

21:00, 09.07.2020
  • ისრაელში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომელიც საქართველოსთან წინა ხელისუფლების დროს გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეხება; დაინტერესდება თუ არა ისრაელში მიმდინარე გამოძიება დავით კეზერაშვილით – საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის სამხედრო-ეკონომიკური საქმიანობის ანატომია
  • ივენთ-მენეჯერებმა და ფოტოგრაფებმა პროტესტი გამოხატეს, რატომ არ ეძლევათ რეგულაციების დაცვით მუშაობის გაგრძელების უფლება – ჯანდაცვის სამინისტრო რეგულაციების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას ეტაპობრივად, ეპიდსიტუაციის მიხედვით მიიღებს
  • რთველს კვლავ სახელმწიფო დაასუბსიდირებს, მევენახეები და ღვინის კომპანიები დახმარებას მიიღებენ – ღვინის სექტორში არსებული გამოწვევები და მევენახეთა მოთხოვნა კერძო კომპანიების მიმართ

 

მსგავსი