#მოამბე 21 საათზე, 9 აპრილი, 2024 #LIVE
- საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება საერთაშორისო სასამართლოში – სტრასბურგმა ექვსწლიანი განხილვის შედეგად თბილისის სარჩელი დააკმაყოფილა და რუსეთი ევროპული კონვენციის შვიდი მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა; ისტორიული გადაწყვეტილება და პოლიტიკური შეფასებები
- საქართველო 9 აპრილის გმირებს იხსენებს – 35 წლის წინ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის მთავარ გამზირზე დატრიალებული ტრაგედია; 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენა და თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების გახსენება
- არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის ნაწილი გამჭვირვალობის კანონპროექტს, რომლის ანალოგებიც დასავლეთში მრავლად იძებნება, კვლავ რუსულს უწოდებს და ერთი წლის შემდეგაც ქუჩაში გადის – მსვლელობა საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევის მოთხოვნით
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხანდაზმული შვეიცარიელი ქალების სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ კლიმატის ცვლილება პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას არღვევს – კლიმატის საქმეზე მოპოვებული გამარჯვება და საერთაშორისო სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება გლობალური დათბობის შესახებ, რომელმაც შეიძლება, კანონზე გავლენა ევროპის 46 ქვეყანაში იქონიოს