#მოამბე 21 საათზე, 8 თებერვალი, 2021 #LIVE
• გზა 2008 წლიდან 2021 წლის წარმატებულ ფინალამდე, 13-წლიანი სახელმწიფოთაშორისი დავის დეტალები და მნიშვნელოვანი ბერკეტები, რომლებიც საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით მიიღო – იუსტიციის მინისტრი პარლამენტში ანგარიშით წარსდგა; ოფიციალური თბილისი დავის საქართველოს სასარგებლოდ დასრულებას ახლა უკვე ჰააგის სასამართლოში გეგმავს;
• სამუშაო ჯგუფმა საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა დაიწყო, რომელიც პირველ მარტამდე უნდა მომზადდეს – მხარეები საკუთარ ხედვებს ერთ კვირაში წარადგენენ; პოლიტიკურ აქტორებთან ერთად პროცესში არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობს, ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია; პოლიტიკური მხარეები უპრეცედენტო და ისტორიული რეფორმის მომზადებას აანონსებენ;
• პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან – ბიზნესის გამოწვევები პანდემიის ფონზე, მთავრობის პრიორიტეტები და გიორგი გახარიას გზავნილები კერძო სექტორს – ბიზნესსაქმიანობის არეალი ეპიდვითარების შესაბამისად გაფართოვდება; ეკონომიკის სამინისტრო სუბსიდირების პროგრამას აფართოებს;
• უნივერსიტეტის დამაარსებელი – პირველი არხის დოკუმენტური ფილმი კორნელი კეკელიძის შესახებ და უნიკალური კადრები ოქროს ფონდიდან; დიდი მეცნიერის წინააღმდეგობებით აღსავსე გზა, „ორი ცხოვრება“ და მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა.