#მოამბე 21 საათზე, 8 ოქტომბერი, 2024 #LIVE
- 14 ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს „ქართული ოცნება“ დაკვეთად და წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობად აფასებს, ოპოზიცია კი დოკუმენტს ქართველი ხალხისთვის შეთავაზებად განიხილავს – ევროპარლამენტართა მოთხოვნები, სტრატეგია და პოლიტიკური შეფასებები
- სალომე ზურაბიშვილი არჩევნების დღეს საკოორდინაციო პლატფორმის მოწყობის ინიციატივით გამოდის – საპრეზიდენტო რეზიდენციის არჩევნების საკოორდინაციო შტაბად გადაქცევას მმართველი გუნდი პროვოკაციას უწოდებს; სალომე ზურაბიშვილის აქტიურობის მიზანი და მხარეთა პოზიციები
- უკრაინის პრეზიდენტი „რამშტაინის“ მორიგ შეხვედრაზე „გამარჯვების გეგმის“ წარსადგენად ემზადება და ომის დასასრულებლად პარტნიორებისგან ერთობლივი ნაბიჯების ხედვის წარმოდგენას ითხოვს – დასავლეთის მხარდაჭერა კიევს, ევროკავშირის ახალი სანქციები კრემლის წინააღმდეგ და საფრანგეთის არმიის მზადება რუსეთთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირებისთვის
- ამერიკული ტურისტული კომპანიებისა და Forbes-ის წარმომადგენლები საქართველოში – ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, საინფორმაციო ტურის პროგრამა და ამოცანები