#მოამბე 21 საათზე, 8 ნოემბერი, 2024 #LIVE
- ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის ელჩს ხვდება და დასავლეთისგან მეტ აქტიურობას სთხოვს – გიორგი გახარია კოლეგებს არ უერთდება და ბრძოლის საკუთარ გზაზე საუბრობს; ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან არჩევნების არაღიარებისა და ახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნას არალეგიტიმურს უწოდებს
- აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ ევროპაში ტრანსატლანტიკური კავშირებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე დისკუსია აქტიურდება – ამერიკული მედია ომის გაყინვის და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების 20 წლით შეჩერების ვერსიებზე საუბრობს; ტრამპის გეგმა, ევროპულ სახელმწიფოთა განსხვავებული პოზიციები და მოსალოდნელი ნაბიჯები
- კიდევ ერთი განაჩენი როინ შავაძის სასტიკი ლიკვიდაციიდან 16 წლის შემდეგ – 12-წლიანი პატიმრობა აჭარის კუდ-ის კიდევ სამ ყოფილ ძალოვანს და ბრალდებულთა საბოლოო სიტყვა განაჩენის გამოცხადებამდე; მხარეთა პოზიციები და სტრასბურგის სასამართლოს დავალებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების დეტალები
- საბავშვო ევროვიზია 2024, რომელზეც საქართველოს მუსიკალური მეგა-შოუ „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული წარადგენს – საკონკურსო ნომერი და 11 წლის ანდრია ფუტკარაძის მზადება შემოქმედებით გუნდთან ერთად