#მოამბე 21 საათზე, 8 ნოემბერი, 2022 #LIVE

21:00, 08.11.2022
  • ევროპარლამენტის რეზოლუციაში მომზადებულ შესწორებებს„ქართული ოცნება“ საქართველოსთვის დამაზიანებლად მიიჩნევს და რიგ ევროპარლამენტარებს ქართული რადიკალური ოპოზიციის ლობისტობაში ადანაშაულებს; რეზოლუციის შესწორებები და შეფასებები
  • დევიდ ლი კარლ ჰარცელის წინააღმდეგ – ევროპული ბიზნეს-ასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ევროპელ მაღალჩინოსნებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ კი კორუფციულ პოლიტიკურ ორგანიზაციას უწოდებს; სკანდალური განცხადება და გამოხმაურებები
  • აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს – ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დემოკრატია საფრთხეშია და ამომრჩევლებს მხადაჭერისკენ მოუწოდებს, დონალდ ტრამპი კი მხარდამჭერებს წარმომადგენელთა პალატის და ქვეყნის დაბრუნებას ჰპირდება; ბრძოლა მანდატებისთვის და პროგნოზები
  • „საბავშვო ევროვიზია 2022“-ის სიმღერისა და კლიპის საეთერო პრემიერა საქართველოს პირველ არხზე – მზადება კონკურსისთვის და შემოქმედებითი ჯგუფის ერთობლივი ნამუშევარი, რითაც „რანინას“ გამარჯვებული მარიამ ბიგვავა საქართველოს საერთაშორისო არენაზე წარმოადგენს

მოამბე

მსგავსი