#მოამბე 21 საათზე, 8 მარტი, 2024 #LIVE
- ევროკავშირის წარმომადგენლობა ადეიშვილის ბრიუსელში ვიზიტს მის უკრაინულ დელეგაციაში ყოფნით ხსნის და სხვა ბრალდებებს დეზინფორმაციად მიიჩნევს, „ქართულ ოცნებას“ კი ევრორეკომენდაციების შესრულების ვალდებულებას ახსენებს – დასავლეთის პასუხი თბილისს და ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებები
- ლევან ხაბეიშვილი საარჩევნო პიარსტრატეგიის ფარგლებში მაღალ ფასებზე საუბარს განაგრძობს და ინფლაციასა და სოციალური ფონის გაუარესებაში ხელისუფლებას ამჯერად, მეზობელი თურქეთიდან ადანაშაულებს – მმართველი გუნდი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა ჯერემი როზნერის სტრატეგიიდან მომდინარეობს და ე.წ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხიდან ყურადღების გადატანას ემსახურება
- კონგრესისადმი ყოველწლიური ანგარიში ბაიდენმა წინასაარჩევნო გზავნილების გასაჟღერებლად და მთავარი ოპონენტის, ტრამპის კრიტიკისთვის გამოიყენა – კრიტიკის ადრესატმა პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა, როგორც პოლარიზებული და სიძულვილის ენით სავსე, „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით კი ყოველწლიურ ანგარიშს სენატორი ქეითი ბრიტი გამოეხმაურა
- სიახლე ორსულთა ჯანმრთელობის პროგრამაში – სახელმწიფო ქალებს გინეკოლოგთან ვიზიტს მშობიარობის შემდეგაც დაუფინანსებს; ექიმები მშობიარობის შემდგომ რისკებზე საუბრობენ და ვიზიტის პრაქტიკის დანერგვას პოზიტიურად აფასებენ; დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამა და სერვისები ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის