#მოამბე 21 საათზე, 8 მაისი, 2024 #LIVE
- „ქართული ოცნება“ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ გაძლიერებულ ზეწოლაზე საუბრობს და მონაცემთა ბაზას ქმნის, სადაც მოქალაქეთა ბულინგით, შანტაჟით და მუქარით დაკავებული ადამიანების და მსგავსი ფაქტების მომწონებელთა შესახებ ინფორმაცია განთავსდება – მმართველი გუნდი საზოგადოების მხრიდან მორალური შეფასების საჭიროებას ხედავს, ოპოზიცია კი ინიციატივას რეპრესიებს უწოდებს
- სუს-ი პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების გეგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გეგმა უცხო ქვეყნებიდან ფინანსდება და მთავარი ფიგურანტების მიზანი საქართველოში მაიდნის მოვლენების განმეორებაა – უწყება დესტაბილიზაციის სქემაზე მიუთითებს, რომელშიც CANVAS-ის და აკერმანის სწავლების მეთოდები აქტიურად გამოიყენება; პროტესტის ორგანიზატორთა საუბრის ფარული ჩანაწერები, ძალადობრივი გზავნილები და აქციებზე მოქმედების სტრატეგია
- სტრასბურგის სასამართლო ვახტანგ მაისაიას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ საქმის გამოძიება ხარვეზიანად წარიმართა და მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ 2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებებში წამება სისტემური, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო; საქმის დეტალები „მოამბეში“
- ქართული რადიოსპექტაკლის წარმატება ბრიტანეთის საერთაშორისო დრამის ფესტივალზე – აფხაზეთის ომის შემდგომი ამბები გვანცა ფიფიას რადიოსპექტაკლში „ნიშნად სიყვარულისა“; ხალხის რჩეულის პრიზი ქართველი სცენარისტის ნამუშევარს და საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო პროექტი რადიოთეატრის პოპულარიზაციის მიზნით