#მოამბე 21 საათზე, 8 მაისი, 2023 #LIVE
• „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქოლცენტრების სქემით ოპოზიცია დაფინანსებას იღებს და საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით საკითხის გადაფარვას ცდილობს – გიორგი ვაშაძე საკუთარი ოჯახის ქოლცენტრებთან კავშირს უარყოფს და ხელისუფლებას პასუხისმგებლობით ემუქრება
• დავით არახამია აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება და პირობას დებს, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემთხვევაში პრეზიდენტ ზელენსკის თბილისში ელჩის გამოშვებას სთხოვს – მმართველი გუნდი უკრაინის მაღალჩინოსანს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
• უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით ცესკო-ს თავმჯდომარის, რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება – მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ არსებული რეგულირება აბსურდულია და საკანონმდებლო ჩანაწერი ვერ ფუნქციონირებს
• პრემიერა თავისუფალ თეატრში – თიკო კორძაძის სადოქტორო ნამუშევარი „გუშინდელნი დღეს“, კომედიური ჟანრის პიესა ორ მოქმედებად, ახალი სასცენო ვერსია და ძველი და ახალი თაობის მსახიობები თავისუფალი თეატრის სცენაზე