#მოამბე 21 საათზე, 8 ივნისი, 2023 #LIVE

▶ მსოფლიო კანადაში ტყის მასშტაბური ხანძრების ჩაქრობას ცდილობს – განადგურებული მილიონობით ჰექტარი, ათი ათასობით ევაკუირებული ადამიანი, სპეციალური ზომები აშშ-ში და ცუდი ხილვადობის გამო გადადებული ფრენები ნიუ იორკისა და ფილადელფიის აეროპორტებში

▶ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ბრიუსელში – ქვეყნის მიერ გაწეული სამუშაო 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, ევროდეპუტატთა კრიტიკული განცხადებები და ქართული დელეგაციის გზავნილები

▶ შეკითხვები საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის მიმართ, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა კანონში შესატანი ცვლილებების სადავო კანონპროექტი და ორასზე მეტი ხელოვანის საპროტესტო წერილი „სიზაკს“ – ქართველ ავტორ-შემსრულებელთა პოზიციები და მხარეთა განცხადებები

▶ მსოფლიოს არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ამერიკელი სუპერვარსკვლავი, ბრუნო მარსი საქართველოში გრანდიოზულ შოუს გამართავს – თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი „დინამო არენაზე“ და „Starring Georgia“-ის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტები

მოამბე