#მოამბე 21 საათზე, 8 ივნისი, 2021 #LIVE
• მზადება ნატო-ს სამიტისთვის და საქართველოს გზავნილი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს – ქვეყნის პარლამენტი ერთობლივი განცხადებით ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან საქართველოს პროგრესის დაფიქსირებას და მხარდაჭერას ელოდება; ჯეიმს აპატურაი „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამიტის შემდეგ მისაღები კომუნიკეს დეტალებზე საუბრობს
• „ნაციონალური მოძრაობა“ შვიდთვიან საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და ხვალიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს – ახალი ფრაქციის მთავარი მიზანი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იქნება; ოპოზიციის ნაწილი ყოფილი პარტნიორების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
• ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგი გრძელდება – პანსიონში ამ დროისთვის 29 აღსაზრდელი რჩება; გაეროს ბავშვთა ფონდი სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს და ბავშვთა მიმართ შესაძლო ძალადობის სწრაფად გამოძიებას ითხოვს
• საქართველო მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება – ქვეყანა მარაგების შევსებას განაგრძობს და ცდილობს, სავარაუდო მეოთხე ტალღას მომზადებული შეხვდეს