#მოამბე 21 საათზე, 8 ივლისი, 2021 #LIVE
• საქართველოში ინდური შტამით ჩვილის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – აფხაზეთიდან გადმოყვანილი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა; მართვით სუნთქვაზე კიდევ ორი ახალშობილი იმყოფება; კვირაზე მეტია, ქვეყნის ეპიდ-ვითარება უარესდება, გადატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი
• ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა, კიდევ ოთხ პირზე კი სასამართლო ხვალ იმსჯელებს – დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ; შს მინისტრმა პრეზიდენტის შეკითხვებს უპასუხა
• საქართველო საერთაშორისო მისიებში – ავღანეთიდან გერმანელი სამხედროების დაბრუნების პროცესში მთავარი სატრანზიტო ჰაბი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იყო; პარტნიორი ქვეყანა საქართველოს სანდო პარტნიორს უწოდებს
• 2012 წლის ციხის კადრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო – საქმის დეტალები და ცხრა წლის შემდეგ დამდგარი განაჩენი