#მოამბე 21 საათზე, 8 ივლისი, 2020 #LIVE

21:00, 08.07.2020
  • საქართველო ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრებს უპირობოდ ხსნის, რეგულარული რეისების აღდგენასთან დაკავშირებით ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს; მიდგომა, რომელსაც ოფიციალური თბილისი საზღვრების გახსნისას იყენებს და დიპლომატთა შეფასებები
  • ოპოზიციის ლიდერთა განცხადებები საზღვრების გახსნამდე და გახსნის შემდეგ – ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები; საქმიანი მიდგომა თუ კრიტიკა კრიტიკისთვის
  • მიწის მესაკუთრეთა პროტესტი და თბილისის მერიის პასუხი – დედაქალაქის გენგეგმაში არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდება და მიწის მეპატრონეები საკუთრებას სურვილისამებრ გამოიყენებენ; ტერიტორიები, რომლებსაც ძველი ფუნქციური სტატუსი დაუბრუნდება
  • ირაკლი ფარჯიანის პორტრეტების ვირტუალური გამოფენა – მხატვრის მრავალმხრივი შემოქმედება და ფერწერული კალეიდოსკოპი, რომლის ნახვაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია

 

მსგავსი