#მოამბე 21 საათზე, 8 დეკემბერი, 2023 #LIVE

21:00, 08.12.2023
  • ვიქტორ ორბანი პარიზში – უნგრეთის პრემიერი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გადადებას ამ დრომდე ითხოვს; მოახლოებულ სამიტამდე მის გადარწმუნებას ამჯერად, ემანუელ მაკრონი შეეცდება
  • სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობოშეთანხმების პერსპექტივა და რეგიონში მშვიდობის მიღწევის ისტორიული შესაძლებლობა – ბაქო-ერევნის ერთობლივი რეზონანსული განცხადება, მხარეებს შორის დაგეგმილი აქტივობები ურთიერთნდობის აღდგენა-განმტკიცებისთვის და საერთაშორისო საზოგადოება სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერის მოლოდინში
  • „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხანგრძლივი შიდაპარტიული დაპირისპირება პარტიიდან ნიკა მელიას წასვლით დასრულდა, რომელიც უკვე ყოფილ პარტიას მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებს და ახალ პლატფორმაზე მათ შორის, მოქმედი მენეჯმენტით უკმაყოფილო წევრებსაც ელოდება – ჩამოშლილი მთავარი ოპოზიციური პარტია, მიმდინარე პროცესები და პოლიტიკური შეფასებები
  • სიენენმა“ თბილისი 12 ევროპულ ქალაქს შორის დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს – სტატიის ავტორის, ჯო მინიჰელის რჩევა „სიენენის“ სამოგზაურო პორტალის მკითხველს და საქართველოს დედაქალაქი „ევროპის საშობაოდ მორთულ ჯადოსნურ ქალაქებს“ შორის

მოამბე

მსგავსი