#მოამბე 21 საათზე, 7 ოქტომბერი, 2024 #LIVE
- პრეზიდენტის კონსულტაციები ოპოზიციასთან, ქარტიის მოთხოვნებით უკმაყოფილო ხელმომწერები და შეუსრულებელი მისია – ოპოზიციის ნაწილი თანამდებობების გადანაწილების გეგმას აპროტესტებს, ნაწილი კი ქარტიას მკვდრად შობილ დოკუმენტად აფასებს და ტექნიკური მთავრობის შესახებ პრეზიდენტის გეგმას არასერიოზულად მიიჩნევს
- საპარლამენტო უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევას ედავება და რიგით მეორე საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს – იმპიჩმენტის გეგმა, მიზანი და ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა პრეზიდენტს
- „ქართული ოცნების“ პროგრამის პრეზენტაცია – მმართველი პარტიის პრიორიტეტები და გზავნილები საქართველოს მოქალაქეებს
- ერთი წელი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან – ტერაქტის მძიმე შედეგები, მოვლენების ქრონიკა და საერთაშორისო გამოხმაურებები