#მოამბე 21 საათზე, 7 ოქტომბერი, 2021 #LIVE
- ნიკა კვარაცხელიას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში დააკავეს – ორივე ძებნილი წყნეთის პოლიციაში იმყოფება; საქმის გარემოებები და ჩატარებული ოპერაციის დეტალები
- „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მასშტაბურ აქციებს აანონსებს – პარტია დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს და დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერას ელის
- რამდენიმე დღეში, საქართველოში მესამე დოზით ვაქცინაცია დაიწყება – მიმართვიანობის საგანგაშო მაჩვენებლის პარალელურად, ქვეყნის ეპიდსურათი დღითი დღე უარესდება; ასაკობრივი და პროფესიული ჯგუფები, რომლებიც ბუსტერ-დოზის გაკეთებას შეძლებენ
- ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონი ახალი გამოწვევის წინაშეა – თეირანი აცხადებს, რომ კავკასიაში საზღვრების ცვლილებას არ დაუშვებს; ირან-აზერბაიჯანის უთანხმოება სავაჭრო მაგისტრალის ირგვლივ, ორი სამხედრო წვრთნა და გააქტიურებული პოლიტიკური მოლაპარაკებები