#მოამბე 21 საათზე, 7 ოქტომბერი, 2020 #LIVE

21:00, 07.10.2020

• საქართველოს ტერიტორიის დაკარგვის საფრთხის შექმნისთვის პროკურატურამ საზღვრის დამდგენი კომისიის ორი ყოფილი წევრი დააკავა – საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან 3500 ჰექტარი მიწის ფართობს, რომელიც საქართველოს საზიანოდ 2007 წლის ჩათვლით შეთანხმდა; გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუ რატომ მოხდა კომისიისთვის 1938 წლის რუკის დამალვა

• საბრძოლო მოქმედებების მე-11 დღე და მოსახლეობისგან სანახევროდ დაცლილი მთიანი ყარაბაღი – მხარეებს შორის შეთანხმება აქამდე ვერ ხერხდება; სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები კომპრომისის მისაღწევად საკუთარ პირობებს აყენებენ; ბაქოსა და ერევანს პერიოდულად სტუმრობენ თურქეთისა და რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები

• წითელ ზონად გამოცხადებულ აჭარაში ეპიდემია უკან იხევს, დედაქალაქსა და იმერეთში კი სტატისტიკა კვლავ მზარდია – ქვეყნის ეპიდვითარება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეფასდა; პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში მასშტაბური შეზღუდვები არ დაწესდება და არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება

• სპეციალისტთა პროგნოზით, ნოემბრიდან სეზონური გრიპის შემთხვევები მოიმატებს – მედიკოსები მოქალაქეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ; საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ნაწილი შაბათს შემოვა და ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტი არ შეიქმნება

მსგავსი