#მოამბე 21 საათზე, 7 ნოემბერი, 2023 #LIVE

21:00, 07.11.2023
  • ქვეყანა რუსი სამხედროების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს გლოვობს, ლევან დათიაშვილი კი ამ დრომდე უკანონო ტყვეობაში რჩება; ოფიციალური თბილისი საოკუპაციო რეჟიმს დამნაშავის სასწრაფოდ გადმოცემას სთხოვს; ევროკავშირი საქართველოს მოქალაქის მკვლელობას მკაცრად გმობს – „მოამბე“ კირბალიდან
  • ევროკომისიის პირველადი ანგარიშის გამოცხადებამდე ერთი დღე რჩება; ხელისუფლება ბრიუსელში ვიზიტად მყოფი ოპოზიციის ნაწილისგან ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას, დასავლეთისგან კი მკაფიო მხარდაჭერას ელოდება – დეტალები ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან
  • ერთი თვე „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმიდან – ორმხრივი მსხვერპლი, ნგრევა, საბრძოლო მოქმედებები და ჰუმანიტარული კრიზისი ღაზას სექტორში; თელ-ავივი ტყვეების გათავისუფლებამდე ცეცხლის შეწყვეტას არ თანხმდება, თუმცა ჰუმანიტარული მიზნით „მცირე პაუზების“ დაცვაზე საუბრობს; მსოფლიო თანამეგობრობა ომის დასრულების გზებზე მსჯელობს
  • ფასის ზედა ზღვარი კიდევ 1000-მდე მედიკამენტზე დაწესდა – ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიურ მიმოქცევაში არსებული პრეპარატების თითქმის ნახევარს კომპანიები დაწესებულ ღირებულებაზე ძვირად ვერ გაყიდიან; რეფერენტული ფასების რეფორმა, შედეგები და სპეციალისტთა შეფასებები

მოამბე

მსგავსი