#მოამბე 21 საათზე, 7 ნოემბერი, 2022 #LIVE

21:00, 07.11.2022
  • ევროპარლამენტის რეზოლუციაში მომზადებულ შესწორებებს ქართული ოპოზიციის ნაწილი დადებითად აფასებს, მმართველი გუნდი კი რიგ ევროპარლამენტართა პირად ინტერესებზე და საქართველოს მიმართ არამეგობრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს
  • გაერო-ს ყოველწლიური კლიმატის სამიტი ეგვიპტეში – 40 000-მდე მონაწილე, მსოფლიო ლიდერთა გზავნილები და პრემიერის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის დღის წესრიგი. „მოამბე“ შარმ-ელ-შეიხიდან
  • „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრული შეწყვეტის შემთხვევაში კიევის ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციისთვის ემზადება – მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, კიევის ევაკუაციის პერსპექტივა და ქვეყნის ლიდერთა განცხადებები
  • ერეკლეობის დღესასწაული თელავში – ეპოქალური წარმოდგენა პატარა კახის შესახებ, მეფის სულის მოსახსენებელი ღვთისმსახურება და შემეცნებით-კულტურული ღონისძიებები

მოამბე

მსგავსი