#მოამბე 21 საათზე, 7 მარტი, 2024 #LIVE

21:00, 07.03.2024
  • ლეგენდების მატჩი პირველ არხზე – საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელების შეხვედრა, ისტორიული თამაში და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები „ბათუმი არენაზე“; „მოამბე“ ბათუმიდან
  • 9 რეკომენდაცია და პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგი – ევროკომისიის დავალების შესასრულებლად შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება; ოპოზიცია „ვეტინგის“ სისტემის განხილვას ითხოვს, რასაც ხელისუფლება სასამართლოზე კონტროლის მოპოვების მცდელობად აფასებს
  • იემენელი შიიტი „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმა ლიბერიის დროშით მცურავ სატვირთო გემზე – საერთაშორისო საზღვაოსნო წყლებში შექმნილი ვითარება, გასამხედროებული დაჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების მიზანი და დასავლეთის ოპერაცია „ჰუსიტთა“ შესაჩერებლად
  • საქართველო ეროვნული გმირის ხსოვნას პატივს მიაგებს – ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და მშობლიურ სენაკში გამართული ღონისძიებები

მოამბე

მსგავსი