#მოამბე 21 საათზე, 7 ივნისი, 2021 #LIVE
• ვითარება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, საპატრიარქოს პოზიცია და საპროტესტო აქცია სახალხო დამცველის ოფისთან – ომბუდსმენი აღსაზრდელთა დასჯის მეთოდებზე საუბრობს, საზოგადოების ნაწილი კი მის გადადგომას ითხოვს
• ბიძინა ივანიშვილის პირველი განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ და გზავნილები გიორგი გახარიას მისამართით – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყოფილი პრემიერის მხრიდან ღალატზე საუბრობს და აცხადებს, რომ გახარიას ახალი გუნდი მისი პროექტი არ არის
• „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შედის, რასაც მმართველი გუნდი დესტრუქციად აფასებს – მხარეთა პოზიციები და პოლიტიკური შეფასებები
• რეზო გაბრიაძის გზა გაზეთის უშტატო კორესპონდენტობიდან დიდ ხელოვნებამდე – მსოფლიოში აღიარებული რეჟისორის, დრამატურგისა და სცენარისტის მდიდარი მემკვიდრეობა, მოგონებები და ფრაზები, რომლებიც ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.