#მოამბე 21 საათზე, 7 ივლისი, 2023 #LIVE
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში პარლამენტში და კითხვა-პასუხი დახურულ სხდომაზე, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა – ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, საფრთხეები და პოლიტიკური შეფასებები
- პოლიტიკური სპექტრის ნაწილისთვის კანდიდატის სტატუსის საკითხი ბრიუსელში წყდება, ნაწილისთვის კი კიევში – მურმან დუმბაძე ევროკავშირს ღიად მოუწოდებს, საქართველოს სტატუსზე უარი უთხრან; პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტებს ურჩევს, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება შეწყვიტონ
- რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორის დაკავება ორ პირთან ერთად და გამოძიების დეტალები – პროკურატურა ბრალდებულებს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება; გამოძიების დაწყების საფუძველი ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიში გახდა
- მზადება ნატო-ს სამიტისთვის, ალიანსის დღის წესრიგი ახალ მსოფლიო რეალობაში და მოლოდინები – იენს სტოლტენბერგი რუსეთს საქართველოდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ