#მოამბე 21 საათზე, 7 დეკემბერი, 2023 #LIVE
- უნგრეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს – „ქართული ოცნების“ ლიდერების ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, უნგრელი კოლეგებისგან პირადად მიღებული პირობა და თბილისის მოლოდინი მოახლოებული სამიტის მიმართ; „მოამბე“ ბუდაპეშტიდან
- ილჰამ ალიევის გზავნილები საერთაშორისო პლატფორმიდან და შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში – აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფასებს და სანდო პარტნიორსა და საიმედო სატრანზიტო ქვეყანას სრულ ნდობასა და მხარდაჭერას უცხადებს; საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროექტები
- ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პეკინი ევროკავშირი-ჩინეთის სამიტს მასპინძლობს – ევროპელ ლიდერთა შეხვედრები ჩინეთის პირველ პირებთან, აუდიენციაზე განხილული საკითხები, სამიტის დატვირთული დღის წესრიგი და მსჯელობა სტრატეგიული თანამშრომლობის მომავალზე
- დათი კაკაბაძის სახელოსნოში შექმნილი უნიკალური კოლექცია – საეკლესიო ნივთების მხატვრობა, სხვადასხვა ნამუშევარი და მზადება გამოფენისთვის, რომელსაც შემოქმედებითი ჯგუფი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს უძღვნის