#მოამბე 21 საათზე, 7 დეკემბერი, 2020 #LIVE
• რამდენიმე დღე პარლამენტის შეკრებამდე და ოპოზიცია მეოთხე რაუნდის მოლოდინში – პარლამენტის პირველი სხდომის მოახლოებასთან ერთად მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა ძალაში რჩება ოპოზიციის ულტიმატუმი, ხელისუფლებისთვის წერილობით მიწოდებული მოთხოვნები კი ოფიციალურად, კვლავ არ საჯაროვდება;
• გასული დღე ღამის განმავლობაში 4 000-მდე ადამიანი განიკურნა, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია – იკლო ინფიცირების მაჩვენებელმა, რასაც სპეციალისტები უქმე დღეს გაკეთებული ტესტების სიმცირეს უკავშირებენ; ეპიდემიოლოგთა პროგნოზით, მკაცრი შეზღუდვების შედეგებს ქვეყანა დეკემბრის ბოლოდან იგრძნობს;
• ახალი ვაქცინა და მსოფლიოს ახალი დღის წესრიგი – გაერთიანებული სამეფო „ფაიზერისა“ და „ბიოენტეკის“ ვაქცინით მოსახლეობის აცრას ხვალიდან იწყებს, რუსული ვაქცინა „სპუტნიკ-ვის“ ეფექტურობას კი ქვეყნის დედაქალაქის მოსახლეობა გამოცდის; აშშ-ი ფაიზერ-ბიოენტეკის ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭებაზე მსჯელობს, გერმანია კი პროცესის დაწყებას იანვრის პირველი რიცხვებიდან გეგმავს;
• მედიატური ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში და ქართული პარლამენტარიზმის ისტორია, რომელიც 100 წლიან პერიოდს აერთიანებს – პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, ლევილის ქართული ემიგრაცია, საბჭოთა მმართველობა, დამოუკიდებლობის აღდგენა და ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია