#მოამბე 21 საათზე, 7 აპრილი, 2023 #LIVE
- პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში – ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განხილული საკითხები, მასშტაბური პროექტების განვითარების სტრატეგია და ლიდერთა გზავნილები
- პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა აშშ-ის ელჩთან – თბილისი მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუმპირებულად მოხსენიებას მიუღებლად მიიჩნევს და აშშ-ის მხრიდან არაპარტნიორულ ნაბიჯზე საუბრობს, ელჩი კი მტკიცებულებების წარმოდგენის ნაცვლად განმარტავს, რომ სიტყვა სანქცია ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თურქეთში და სერგეი ლავროვის შეხვედრა თურქ კოლეგასთან – უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხი, თურქეთის როლი და შეთანხმების გახანგრძლივების პერსპექტივა
- სტარტაპერების დასაქმების აპლიკაცია „ევორქი“ – ყველა ასაკობრივ სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური პლატფორმა და პირველი ქართული აპლიკაცია, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს