#მოამბე 21 საათზე, 6 თებერვალი, 2024 #LIVE
- პრეზიდენტის ანგარიში, მკაცრი ტონი ხელისუფლების მიმართ და პარლამენტის ტრიბუნიდან გაცხადებული პოლიტიკური მიზნები – სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ჯგუფებს ერთობის პლატფორმის შექმნას სთავაზობს; ადრესატები კონსულტაციებისთვის ემზადებიან; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ პრეზიდენტი არჩევნებამდე გადადგომას და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
- ოდესიდან საქართველოში ასაფეთქებელი მასალების შემოტანის საქმის გამოძიება, უკრაინული კვალი და პოლიტიკური სპეკულაციები – უკრაინის საელჩო საქართველოს ხელისუფლებას საქმის ნაკლები პოლიტიზირებისკენ მოუწოდებს; მმართველი გუნდი საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის მცდელობაზე საუბრობს, ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილი კი სუს-ს ინფორმაციის გასაჯაროების გამო აკრიტიკებს
- ძლიერი ქარი, დიდთოვლობა, მეწყერი და წყალდიდობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – სტიქიის შედეგები, მსხვერპლი, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
- მიგრანტთა რეკორდული ნაკადი აშშ-ში, მზარდი ტალღა ევროპაში და ფართომასშტაბიან პოლიტიკურ კრიზისში გადაზრდილი პროცესი – არალეგალური იმიგრაციით უკმაყოფილო მოქალაქეები და შეცვლილი პოლიტიკური სურათი