#მოამბე 21 საათზე, 6 ოქტომბერი, 2023 #LIVE
- გრანადაში ევროპული გაერთიანების სამიტზე შეკრებილი დასავლელი ლიდერები ევროკავშირის გაფართოებაზე აქტიურად საუბრობენ – ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, პრემიერ-მინისტრის შეხვედრები და საქართველოს გზავნილები ევროპის პოლიტიკურ საზოგადოებას
- რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, ზუგდიდიდან 50 კილომეტრში, მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას გეგმავს – გრანადაში ვიზიტად მყოფი მთავრობის მეთაური გავრცელებულ ინფორმაციას მთავარ თემად ასახელებს; კრემლის პროვოკაციულ განზრახვას ევროკავშირი შემაშფოთებელს უწოდებს
- ყოფილი პატიმარი ბელა როგავა, რომელიც ჩვენების მისაცემად ემიგრაციიდან ჩამოვიდა, მეგის ქარდავას 2009 წელს მისი წამების ფაქტის აღიარებას სთხოვს – არაადამიანურ მოპყრობაში მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნის სასამართლო, დაზარალებულის ჩვენება და მხარეთა პოზიციები
- მზადება „საბავშვო ევროვიზიისთვის“ – ფერადი ზღაპარი პატარა გმირების მონაწილეობით, ქართველი შემსრულებლების გზავნილი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო მუსიკალურ კონკურსზე და შემოქმედებითი ჯგუფის მოლოდინი