#მოამბე 21 საათზე, 6 ოქტომბერი, 2021 #LIVE
- ევროპარლამენტართა ჯგუფი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და კარგად ორგანიზებული იყო – ბრიუსელი საქართველოში დაპირისპირების ფურცლის გადაშლას და რეფორმებზე კონცენტრირებას ელის; გზავნილი დასავლეთიდან და პოლიტიკური შეფასებები
- ნიკა მელია ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას აანონსებს და ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მეორე ტურის შემდეგ კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს, სადაც თანამდებობა ყველა პარტიას შეხვდება – „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია და ამომრჩევლის გადაწყვეტილებამდე გადანაწილებული პოსტები
- სააკაშვილის საქმე და გზავნილები უკრაინიდან; უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ორ მეგობარ ქვეყანას შორის განხეთქილების მიზეზი ვერ გახდება და ვიზიტის ფარგლებში ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება – დეტალები კიევიდან
- 2 000-ზე მეტი შემთხვევა ბოლო დღეების განმავლობაში და ეპიდემიოლოგთა შემაშფოთებელი პროგნოზები – ქვეყნის ეპიდ-სურათი ფეთქებადსაშიშად ფასდება; სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანას ვირუსის მეოთხე ტალღა ჯერ კიდევ არ გადაულახავს და ეპიდაფეთქების ახალი საფრთხე ყოველდღიურად არსებობს; ერთადერთ გამოსავლად კვლავ ვაქცინაცია სახელდება