#მოამბე 21 საათზე, 6 ოქტომბერი, 2020 #LIVE
- მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ მწვავეა – საომარი მოქმედებების არეალი ორი ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ჭურვები ირანის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა; სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერთა რიტორიკა უცვლელია; საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად მხარეები დაზავებას არ აპირებენ
- წითელ ზონად გამოცხადებულ აჭარაში ადგილობრივებმა ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ქუჩაში გააპროტესტეს, თუმცა რეგიონის ეპიდსურათი შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობას არ იძლევა; თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი პირველად საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც გადადგომას აპირებდა; ინფიცირების ახალი კერები ქვეყნის მასშტაბით და სპეციალისტთა შეფასებები
- ევროკავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ 30 სექტემბერს დამტკიცებულ კანონს ეხმიანება – ახალი კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, არსებითი პუნქტები, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის შეფასება და ქართული პოლიტიკური სპექტრის განცხადებები
- დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცე – ცენტრალური პარკი გაშენდება; წლების განმავლობაში მიტოვებულ 36 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაჩნდება ხელოვნური ტბები, იაპონური და ფრანგული ბაღები, ამფითეატრი, საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტულ-გასართობი მოედნები და სატყეო ზონები. პარკის მშენებლობა უახლოეს დღეებში იწყება; ხარჯებს ფონდი „ქართუ“ დაფარავს