#მოამბე 21 საათზე, 6 ნოემბერი 2023 #LIVE
- სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს – თავდასხმა საოკუპაციო ხაზთან და გასროლა სოფლის მკვიდრის უკანონო დაკავების მცდელობისას; პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან
- საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში და ორი დღე ისტორიულ დასკვნამდე – ევროკომისიის პირველადი ანგარიშის გამოქვეყნებამდე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებები სულ უფრო მწვავდება; ხელისუფლების ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე და დასავლეთის პოზიტიური გზავნილების პარალელურად, ოპოზიციისა და არასამთავრობოთა ნაწილის შეცვლილი რიტორიკა
- მიხეილ სააკაშვილის მიერ ღია კარისკენ მითითება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მორიგი დაპირისპირების საფუძველი ხდება – ლიდერის მიმართვის ადრესატობას პარტიის არც ერთი ფრთა არ აღიარებს; მმართველი გუნდი ოპონენტთა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე ძალაუფლებისთვის ბრძოლას უკავშირებს
- მთავრობის მორიგი ნაბიჯები ლუდომანიის პრევენციისთვის – სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის ახალი რეჟიმი და ცვლილების შედეგად დაგეგმილი 400 მილიონი ლარი ბიუჯეტში; სექტორი ბიზნესების დახურვის რისკებზე საუბრობს, რასაც ეკონომისტები უსაფუძვლოს უწოდებენ
- „ბეატრიჩეს“ პრეზენტაცია რომში – ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის ორიგინალური დადგმა, ქორეოგრაფიით გადმოცემული დანტე ალიგიერის ერთადერთი სიყვარულის ამბავი და დანტეს სპეციალური ჯილდო და საპატიო დიპლომი ალბომის შემქმნელებს