#მოამბე 21 საათზე, 6 ნოემბერი, 2020 #LIVE

21:00, 06.11.2020

• ურთულესი ეპიდ-ვითარება და ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგთა შემაშფოთებელი პროგნოზები – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 22 ფაქტი დაფიქსირდა; პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სისტემა ინფიცირების მზარდ სტატისტიკას ვერ გაუძლებს და ადამიანები დაიღუპებიან; სასტუმროებსა და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს სავალდებულო გამოკვლევები ჩაუტარდება;

კოვიდ-პანდემია და ქუჩაში გადანაცვლებული პროცესები – მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ოპოზიცია საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლის და ქუჩის აქციებს განაგრძობს; ჯანდაცვის მინისტრი პოლიტიკოსებს სთხოვს, ექიმების თავდადება ბოროტად არ გამოიყენონ; მიმართვის ადრესატები ხელისუფლების მხრიდან მანიპულაციებზე საუბრობენ;

• ოპოზიციის სტრატეგია უცვლელია – „გირჩი“ ხელისუფლებას ხმების გადათვლას სთავაზობს; მმართველი პარტია აცხადებს, რომ ხმების გადათვლით სურათი დიდად არ შეცვლილა და ოპოზიცია ახლა სხვა დღის წესრიგზე ეწყობა;

• 15 დღე არჩევნების მეორე ტურამდე, მიმდინარე აქციები, ოპოზიციის მოთხოვნა და ხელისუფლების პასუხი – „დღის თემის“ შეკითხვებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი და პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია უპასუხებენ;

• აშშ-ში ხმებს ისევ ითვლიან – არჩევნებში გამარჯვებული ამ დრომდე არ გამოვლენილა; ხმების დათვლის პარალელურად, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს

მსგავსი