#მოამბე 21 საათზე, 6 მარტი, 2024 #LIVE
- ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში და შეხვედრები ევროპაში – თბილისი ბერლინისგან განმარტებებს ელის, ოპოზიცია კი ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენებს არ ენდობა; ადეიშვილის ევროპული ვოიაჟები უკრაინული პასპორტით და ხელისუფლების ოპონენტთა ორმაგი სტანდარტი ქართული მართლმსაჯულების მიმართ
- უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება, მმართველი გუნდი ცესკო-ს მიმართ შტურმზე საუბრობს და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიადაგის მომზადებად აფასებს, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მოკავშირე პარტიებმა არჩევნები კვლავ არ აღიარონ – პოლიტიკური შეფასებები
- აშშ-ში გამართული სუპერსამშაბათი და ყველაზე პროგნოზირებადად შეფასებული პრაიმერიზის შედეგები – დონალდ ტრამპის მთავარი მეტოქე ნიკი ჰეილი საარჩევნო რბოლას წყვეტს; „რესპუბლიკური პარტიის“ თითქმის ყველა პრაიმერიზში გამარჯვებული ტრამპი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს აკრიტიკებს, ჯო ბაიდენი კი ოპონენტს ქვეყნის დემოკრატიისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს
- ჯანსუღ კახიძის ხსოვნის საღამო თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში – დიდი დირიჟორისა და კომპოზიტორის მდიდარი მემკვიდრეობა, შვილის მიერ მშობლების მიმართ მადლიერების ნიშნად შექმნილი „რეკვიემი“ და შემოქმედებითი გუნდის სამზადისი