#მოამბე 21 საათზე, 6 ივნისი, 2024 #LIVE
- საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მოსალოდნელ რევოლუციურ პროცესებზე საუბრობენ – ცალკეულ აქტორთა მინიშნებები უკრაინაში 10 წლის წინ განვითარებულ მძიმე მოვლენებზე, აშშ-ის ყოფილი ელჩის გზავნილი კონგრესში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენაზე და თბილისის მკაფიო პასუხი
- საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც უცხოური ინტერესის წარმომადგენელთა რეესტრისთვის თავის არიდება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და აქტივების გაყინვას გამოიწვევს – ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის მიერ გაძლიერებული კონტროლი საქართველოს ხელისუფლებისთვის გამჭვირვალობის კანონის გაწვევის მოთხოვნის ფონზე და ქართული მხარის შეფასებები
- სუს-ის სპეცოპერაცია აჭარაში და სხვადასხვა ლოკაციაზე დაკავებული ორი პირი – საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებული საბრძოლო მასალები, ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი ატრიბუტიკა; ტერორიზმის მუხლით მიმდინარე გამოძიება და საქმის დეტალები
- დასავლური იარაღი უკრაინაში და კრემლის მუქარა – ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას ნებას არ რთავს, ამერიკული იარაღი მოსკოვზე ან კრემლზე დარტყმებისთვის გამოიყენოს, თუმცა მათი გამოყენება ნებადართულია რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, საიდანაც რუსული შეიარაღება უკრაინაში კონკრეტულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენება – ვლადიმერ პუტინი რუსეთის წინააღმდეგ ომში დასავლეთის პირდაპირ ჩართულობაზე საუბრობს და „საპასუხო დარტყმისთვის“ არ გამორიცხავს იარაღის მიწოდებას მსოფლიოს იმ რეგიონებისთვის, სადაც დასავლეთის ქვეყნების „მგრძნობიარე ობიექტებია“