#მოამბე 21 საათზე, 6 ივლისი, 2023 #LIVE
- სისხლის სამართლებრივი დევნა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ – პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება; გამოძიების დეტალები
- საქართველოს ელჩმა უკრაინა დატოვა – უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს საგარეო პოზიციონირების გამო ევროინტეგრაციაში ხელის შეშლაზე საუბრობენ, ოფიციალური თბილისი კი კიევთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება; ზელენსკის ულტიმატუმი და მხარეთა პოზიციები
- ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე – აეს-ის ექსპერტები აცხადებენ, რომ სადგურზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი არ ფიქსირდება, თუმცა ზუსტი პასუხისთვის მეტი წვდომა სჭირდებათ; კიევის განცხადება რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ, სპეციალისტთა დასკვნა და დასავლეთის პოზიცია
- ედმონდ კალანდაძის გამოფენა „ფიქრი ფერით“, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება – ნოვატორი შემოქმედის 80-მდე ნამუშევარი სხვადასხვა კოლექციიდან და კომპოზიციებისა და ფერების უდიდესი პალიტრა ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზში