#მოამბე 21 საათზე, 6 ივლისი, 2020 #LIVE

21:00, 06.07.2020
  • „ბიბისი“ საქართველოს, როგორც „კოვიდ 19“-თან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს, სტატიას უძღვნის. ქვეყნის ეპიდსურათი შეზღუდვების მოხსნის საშუალებას იძლევა – საქართველოს მასშტაბით შიდა ავიარეისები უახლოეს პერიოდში აღდგება, საერთაშორისო ფრენების საკითხი კი ჯერჯერობით, ღიად რჩება
  • შემთხვევების მატება, ჩაკეტილი საზღვრები და ხელმეორედ გამკაცრებული შეზღუდვები – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ მწვავეა
  • კუდ-ის მაღალჩინოსანთა საქმე და მოწმეთა ჩვენებები – სასამართლო დაინტერესდა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, აჭარის კუდ-ის მაშინდელი უფროსი საქმეში დაზარალებულად ცნობილი შამათავას ჩვენებას ადასტურებს
  • უსინათლო მომღერლის, ლელა ვეფხვაძის დასახმარებლად სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება. უსახელო გმირი საქართველოს იგივე განცდებით უმღერის, როგორც 1989 წლის 9 აპრილს უმღეროდა; თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული ქალის ცხოვრება

 

მსგავსი