#მოამბე 21 საათზე, 6 დეკემბერი, 2023 #LIVE

21:00, 06.12.2023
  • ჟენევის მოლაპარაკების 59-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა – თემატურ ჯგუფებში გამართული შეხვედრები და ოფიციალური თბილისის უპასუხოდ დარჩენილი მოთხოვნები; დეტალები ჟენევიდან
  • ირაკლი კობახიძის ვიზიტი უნგრეთში – მოახლოებული ევროკავშირის ლიდერთა სამიტი, მაღალი დონის შეხვედრები კანდიდატის სტატუსზე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე და თბილისი ბუდაპეშტის მხარდაჭერის მოლოდინში
  • უკრაინა შესაძლოა, დასავლეთის ფინანსური დახმარების გარეშე დარჩეს – ბაიდენის ადმინისტრაცია დამატებით 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რასაც „რესპუბლიკელები“ ამ დრომდე არ ეთანხმებიან; უკრაინის დახმარების გარეშე დატოვებას აშშ-ის პრეზიდენტი აბსოლუტურ სიგიჟედ აფასებს; მხარეთა არგუმენტები და შიდა პოლიტიკური დაპირისპირება უკრაინაში
  • საქართველო ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს – იტალიის ტერიტორიაზე რომის რესპუბლიკამდე მცხოვრები ხალხის წეს-ჩვეულებები და უძველესი ცივილიზაციის უნიკალური ექსპონატები ეროვნულ მუზეუმში

მსგავსი