#მოამბე 21 საათზე, 6 აპრილი, 2023 #LIVE

21:00, 06.04.2023
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მოსამართლეები და მოსამართლეთა პოზიცია – ლევან მურუსიძე აშშ-ის საელჩოს სასამართლო ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს და მტკიცებულებების გამოქვეყნებას არ გამორიცხავს; მოსამართლეები ბრალდებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ და ქვეყნის პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
  • ილია დარჩიაშვილის წერილი ენტონი ბლინკენს – მოსამართლეთა სანქცირების გამო თბილისი ვაშინგტონისგან დამატებით განმარტებებს და კონკრეტულ მტკიცებულებებს ელის, ოპოზიცია კი პარტნიორებს მადლობას უხდის და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
  • შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით საქართველო ოთხმხრივ მოლაპარაკებებს მასპინძლობს – შეხვედრა ქვეყნების მთავრობებს შორის, პროექტის სტრატეგიული, თუ ეკონომიკური მნიშვნელობა და სავარაუდო მარშრუტი
  • ემანუელ მაკრონის შეხვედრა სი ძინპინთან და ლიდერთა განცხადებები – საფრანგეთის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგას უკრაინის ომის დასასრულებლად დახმარებას სთხოვს, პეკინი კი ევროპას სტრატეგიული ავტონომიის მიღწევაში მხარს უჭერს და მესამე მხარის მიერ ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მიზანში ამოღებაზე საუბრობს

მოამბე

მსგავსი