#მოამბე 21 საათზე, 6 აგვისტო, 2020 #LIVE

🔴 თვითდასაქმებულები, სოციალურად დაუცველი სტუდენტები, 18 წლამდე მოქალაქეები – ეს ის მიზნობრივი ჯგუფებია, რომლებზეც ახალი ანტიკრიზისული პაკეტი გავრცელდება;
🔴 ოპოზიციის ნაწილი მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილ გეგმას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს და მას ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობად მიიჩნევს;
🔴 შეღავათით ისარგებლებენ სამხედროები და მათი ოჯახის წევრებიც – თავდაცვის სამინისტრო სწავლის გადასახადის ნახევარს დაუფარავს ყველა იმ სამხედრო მოსამსახურეს და მათ შვილებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ;
🔴 მხარდამჭერი სიგნალები გაერო-დან – აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე რუსეთს შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები ამჯერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე შეახსენეს;
🔴 თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გარდაცვლილის კომპიუტერისა და ავტომობილის ექსპერტიზის შედეგებს არ ენდობა;
🔴 61 წლის წინ გადაღებული უნიკალური კადრები, რომლებიც მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უნახავს – 1959 წელს საქართველოს სხვადასხვა საკურორტო ზონაში გადაღებული ფილმი ციფრულ მატარებლებზე გადაიტანეს.

მოამბე