#მოამბე 21 საათზე, 5 თებერვალი, 2024 #LIVE
- სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ამოღებული დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება და მოწყობილობები – გამოძიების ფარგლებში დადგენილი მარშრუტი ოდესიდან საქართველომდე, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები, ქვეყანაში ამანათის შემოტანის მიზანი და თავიდან აცილებული საფრთხეები
- მინისტრობის კანდიდატების მოსმენა ხმაურის ფონზე და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები – უწყებების ხელმძღვანელთა ანგარიში, კანდიდატთა პრიორიტეტები, გზავნილები და კანონმდებელთა შეკითხვები
- ქოლცენტრების საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს – გამოძიების შედეგად გამოვლენილი დანაშაული, შვეიცარიის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლება-გათეთრება და თაღლითურ სქემაში ჩართული კომპანიები, თუ სუბიექტები
- „შავნაბადა“ გერმანიაში – აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ „into the open”-ზე, სრული ანშლაგით ჩატარებული ორი კონცერტი და ქართული მრავალხმიანობით აღფრთოვანებული მსმენელის უწყვეტი ოვაციები ბერლინში