#მოამბე 21 საათზე, 5 თებერვალი, 2021 #LIVE

21:00, 05.02.2021

• საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი ქართველი ტყვე, ცხინვალის არაღიარებული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო გამოხმაურება – ზაზა გახელაძეს პატიმრობის ვადა 12 წლითა და 6 თვით გაუხანგრძლივდა; უკანონო განაჩენის გამო ოფიციალური თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და ქართველი ახალგაზრდის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენებას გეგმავს;

• პროკურატურა ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად ერთკვირიან ვადას აძლევს, რომელიც მას სასამართლომ სამაჯურის მოხსნის სანაცვლოდ დააკისრა, ვადის გასვლის შემდეგ კი მისი დაკავების მოთხოვნით სასამართლოს, ხოლო იმუნიტეტის გაუქმების მიზნით პარლამენტს მიმართავს – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თანხის გადახდას არ აპირებს და პარტიის ოფისიდან მორიგი ბრძოლის დაწყებას აანონსებს; კანონთან წინააღმდეგობის მორიგი რაუნდი და დაუმორჩილებლობა პოლიტიკური დევნის სახელით;

• სკოლები, მუნიციპალური ტრანსპორტის კომპანიები და სამასპინძლო ბიზნესი მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან – სტაბილური ეპიდვითარების შესანარჩუნებლად რეგულაციების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება; მზადება დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისთვის და წესები, რომლის დაცვაც ყველა მოქმედ ობიექტს მოუწევს;

• Mobile TV, ანუ ტელევიზია თქვენს მობილურში – საქართველოს პირველი არხის ახალი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს არხის ყველა გადაცემის გადმოწერის და მათი ინტერნეტის გარეშე ყურების საშუალებას აძლევს; ინოვაციური აპლიკაცია, რომლის შექმნას ერთი წელი დასჭირდა, პროგრამის ექსკლუზიური კონტენტი და მდიდარი კატალოგი.

მსგავსი