#მოამბე 21 საათზე, 5 ოქტომბერი, 2021 #LIVE

21:00, 05.10.2021
  • საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების გატაცებას განაგრძობს და მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავება – ინციდენტი სოფელ ერგნეთში და რუსი სამხედროების თავდასხმა ოთხ ქართველ მამაკაცზე
  • შარლ მიშელი ქართული პოლიტიკის აქტორებისგან რეფორმების განხორციელებას ელის – პოლიტიკური სპექტრი კვლავ ადრესატის ძიებაშია; ოპოზიციის ნაწილისთვის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ძალაში რჩება, ნაწილისთვის კი არჩევნების შედეგებმა საკითხს წერტილი დაუსვა
  • მანდატზე უარის თქმის რეკორდი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში – ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე მესამედ შეუწყდა – ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ პარლამენტს მისი მოთხოვნა არ უნდა დაეკმაყოფილებინა და დეპუტატისთვის მანდატი თუნდაც, დაძალებით შეენარჩუნებინა
  • facebook-ის გლობალური ტექნიკური ხარვეზი და 6 საათში დაკარგული 6 მილიარდი დოლარი – ადმინისტრაცია პრობლემას სისტემის განახლებით ხსნის, ყოფილი თანამშრომელი კი კომპანიას ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებაში ადანაშაულებს; ჯო ბაიდენი სოციალური პლატფორმების გავლენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და კონგრესს ზომების გატარებისკენ მოუწოდებს

მოამბე

მსგავსი