#მოამბე 21 საათზე, 5 ოქტომბერი, 2020 #LIVE
- გამწვავებული საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში და ახალი ცხელი წერტილები – მხარეებს მოლაპარაკებების დასაწყებად საკუთარი პირობები აქვთ, რის გამოც სიტუაცია ჩიხში შედის; არსებული მდგომარეობით შეშფოთებული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და ნატო-ს გენერალური მდივნის გზავნილი თურქეთიდან
- გარდაცვლილთა მზარდი სტატისტიკა, სკოლებში გამოვლენილი ინფიცირების ფაქტები და ახალი კლასტერები – ქვეყანაში ახალი შემთხვევების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება; იცვლება ვირუსის გავრცელების გეოგრაფია
- ბიძინა ივანიშვილმა დედაქალაქს ცენტრალური პარკის გასაშენებლად უსასყიდლოდ გადასცა 60 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა – პროექტის ღირებულებას, ათეულობით მილიონ ლარს მთლიანად ფონდი „ქართუ“ დაფარავს; კერძო მესაკუთრეზე გასხვისებული და მშენებლობებისთვის განწირული ყოფილი იპოდრომის ტერიტორია კვლავ თბილისის საკუთრებაშია
- მოდის ინდუსტრიის სიმბოლო, კენზო ტაკადა 81 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა – იაპონელი დიზაინერის პირველი ნაბიჯები პარიზში, ლეგენდად ქცეული კენზო ტაკადას განსაკუთრებული ხელწერა და გზა მსოფლიო მოდის სამყაროში