#მოამბე 21 საათზე, 5 ნოემბერი, 2024 #LIVE

21:00, 05.11.2024
  • აშშ მომავალ პრეზიდენტს ირჩევს – არჩევნების სპეციფიკა და განწყობები მერყევ შტატებში; კანდიდატთა მოწოდება მოქალაქეებს და მსოფლიო ამერიკული საზოგადოების არჩევანის მოლოდინში
  • მორიგი არჩევნების შემდეგ კვლავ ქუჩაში გასული ოპოზიცია არჩევნების შედეგების არაღიარების და პარლამენტის ბოიკოტირების სტრატეგიას განაგრძობს, თუმცა კონკრეტულ გეგმას ამ დრომდე ვერ წარმოადგენს – მსვლელობა დედაქალაქის ქუჩებში, დეკლარირებული მიზანი და გაურკვეველი გეგმები
  • პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებების გარეშე წაყენებულ უწყვეტ ბრალდებებს ეხმიანება და დეზინფორმაციის კამპანიას ჰიბრიდული ომის იარაღს უწოდებს – აღქმები ფაქტების წინააღმდეგ, კამპანიის მიზანი და პოლიტიკური პოზიციები
  • ალბომი პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის ცხოვრების შესახებ – რეპრესიების გამო უცხოეთში დევნილი სტუდენტის ჩანაწერები, მოგონებები და უნიკალური მასალები საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდის შესახებ

მოამბე

მსგავსი